1. პროექტის სახელი: "ჩემი სკოლა ჩემი სიამაყე"
2. პროექტის მოკლე აღწერა:სკოლის შემოგარენის გალამაზება და სასკოლო გარემოს შეცვლა
3. პროექტის სრული აღწერა: ჭიათურის I საშუალო სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში.გვაქვს პრეტენზია, რომ იგი გამორჩეული იყოს არა მარტო სწავლის ხარისხით,არამედ გარეგნული იერსახითაც. სკოლის გარშემო არის გამოუყენებელი ადგილები, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს ყვავილნარად,გაკეთდეს გამწვანება,გასუფთავდეს და გალამაზდეს შესასვლელები.
4. მონაწილეთა ასაკი: IV კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები
5. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი–მაისი 2010 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოხდება გეგმის შედგენა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით,მოიძიებენ ინფორმაციას იმ მცენარეთა/ყვავილთა შესახებ რომელთა გაშენებასაც გადაწყვეტენ, გაინაწილებენ ფიზიკურად შესასრულებელ სამუშაოებს, მშობლებისგან მიიღებენ რჩევებს და მათი თანადგომით მოიყვანენ სისრულეში ჩანაფიქრს
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გასუ ფთავდება და გალამაზდება სკოლის შესასვლელები, გაკეთდება ყვავილნარი, უსაფრთხო გახდება დაწყებითების კორპუსის შესასვლელი
8. სარგებელი სხვებისთვის: გალამაზდება სკოლის შემოგარენი, ყველა,ვისაც რაიმე ფორმით კავშირი ექნება სკოლასთან მიიღებს ესთეტიურ სიამოვნებას. ეს პროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: პროექტში მონაწილე მოსწავლეთა თანატოლები
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება,ხელოვნება
12. პროექტის ფასილიტატორი: ნანა მეგრელიშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nanamegrelisvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.nanamaswavlebeli.blogspot.com
среда, 31 марта 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)